სამართალი
ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავეს
შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის დაკავებული, რაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდა მასწავლებელს, ლილით კარაპეტიანს, რომელმაც საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მასზე განხორციელებული ადევნებისა და მუქარის შესახებ ამცნო.
დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.
გააზიარეთ :