SSSS



სამართალი
ყოფილი თანამშრომელი "ახალციხის ციხის" წინააღმდეგ – სამოქალაქო დავის განხილვა სრულდება
"ახალციხის ციხის" წინააღმდეგ, ნანა მერაბიშვილის სამოქალაქო სარჩელის განხილვა სრულდება. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი გადაწყვეტილებას 21 მარტს მიიღებს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღეს გამართულ პროცესზე, მხარეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებები განიხილეს.

ა(ა)იპ "ახალციხის ციხე" გათავისუფლების არგუმენტად, სუბსიდიის შემცირებას ასახელებს და განმარტავს, რომ მერაბიშვილის გარდა, სამსახურის დატოვება კიდევ რამდენიმე პირს მოუწია. აღნიშნული საშტატო ნუსხების განხილვით გადაამოწმა მოსამართლემ.
შენიშვნები ჰქონდა მომჩივანის ადვოკატს. ეკა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას ნანა მერაბიშვილის გათავისუფლების არგუმენტი არ აქვს.

ნანა მერაბიშვილი სასამართლში გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, დაკავებულ პოზიციაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც დაახლოებით, 9 000 ლარს შეადგენს.

მომჩივანს კომპლექსში მოლარის პოზიცია ეკავა. ის ახალციხის ციხიდან 2015 წლის პირველ იანვარს გაათავისუფლეს.

ეს მესამე შემთხვევაა, როცა ახალციხის ციხეს თანამშრომელი იგივე მიზეზითა და მოთხოვნით უჩივის. ეკატერინე დგებუაძისა და ჯუნა ნათენაძის სარჩელი, მათ სასარგებლოდ დასრულდა.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.