ტრაგედიით დასრულებული ექსკურსია სოფელ ქვაბისხევში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბსხევში, გორის მესამე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
და გარდაიცვალა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო qartli.ge ავრცელებს.
შემთხვევა 3 ივნისს მოხდა. გამოცემის ცნობით, სკოლის თანამშრომლები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ, შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, იმ ეკლესიის მონახულება გადაწყვიტეს, სადაც, სავარაუდოდ, შოთა რუსთაველისა და დედამისის ფრესკებია (წარწერით ,,შოთაი და იაი") გამოსახული.
,,ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვევა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება" - აცხადებს სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი.
გარდაცვლილი, სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.