SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=236" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/saxerxi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/oqro.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/55555.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/vale.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/m2u02432-mpg_000006550.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/vaxo.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა და ახალციხელების შეფასებები
ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ კრახი განიცადა – მსგავსი განცხადებები ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ბოლო დროს ხშირად კეთდება. შეუძლია თუ არა რიგით მოქალაქეს განაჩენის გამოტანა ბრალდებულისთვის – ამაზე როგორც იურისტები, ასევე საზოგადოების სხვა წარმოადგენლებიც საუბრობენ. ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სისტემაში ცვლილებების შესვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები არ გამორიცხავენ  – ამაზე მას შემდეგ საუბრობენ, რაც 12-მა მსაჯულმა ერთ-ერთ საქმეზე განაჩენი ვერ გამოიტანა. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ახალციხეში აფასებენ. საზოგადოების აზრი ორად გაიყო, მათი ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული სისტემა უნდა არსებობდეს, რაც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა, მეორე ნაწილი კი მსაჯულის სკამზე მჯდომ 12 ადამიანის საქმიანობას  უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულს განაჩენი  რიგითმა  მოქალაქემ არ უნდა გამოუტანოს.
21:29 / 10.06.2015
აწყურში მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. 44 წლის პიროვნებას  ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო, ისინი 44 წლის მამაკაცს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.
16:47 / 10.06.2015
სააპელაციო სასამართლომ შალვა გოგოლაძისა და ქალაქის საკრებულოს საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
სააპელაციო სასამართლომ შალვა გოგოლაძისა და ქალაქის საკრებულოს საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
        სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, შალვა გოგოლაძის მოთხოვნა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იყო გათავისუფლებული და ამისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება ეკუთვნოდა – არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ქალაქ ახალციხის საკრებულოს მოთხოვნა, რომელიც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თანამდებობაზე აღადგინეს და საკრებულოს 3 თვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება დააკისრეს.        შალვა გოგოლაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჯერ არ შეთანხმებულან, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
15:56 / 10.06.2015
აწყურში ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დასრულდა
აწყურში ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დასრულდა
      ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. 1971 დაბადებულ  გ.კ–ს  ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ფაქტი ტელეკომპანია ,,მე–9 არხს” აწყურის თემის რწმუნებულმა ელგუჯა ჯვარიძემ დაუდასტურა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტი ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა. შსს–ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით  მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
12:46 / 10.06.2015
რატი დემეტრაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად ემზადება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.   დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შესავალი და დასკვნითი სიტყვები ერთდროულად წაიკითხეს, პროკურორ კახა ლეკიშვილის მიერ წარდგენილ  მტკიცებულებებს ადვოკატები დაეთანხმნენ, რის გამოც საქმის არსებითი განხილვის დაწყება საჭირო აღარ გახდა.
20:08 / 09.06.2015
ლევან ლობჯანიძის სარჩელს მტკიცებულებად ადგილობრივი მედიის მასალები დაერთო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლევან ლობჯანიძის სარჩელის განხილვა დაიწყო. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას ბრალს დისკრიმინაციაში სდებს და მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ მოხდა. მოსამზადებელ სხომაზე მხარეებმა შუამდგომალობები განიხილეს. მოსარჩელე მხარემ, პროცესზე დამატებით მტკიცებულებად ადგილობრივი მედიის მიერ მომზადებული მასალები წარმოადგინა.
15:02 / 08.06.2015
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე კუსტარულად მოწყობილი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე კუსტარულად მოწყობილი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლენი იქნა რამდენიმე სამართალდარღვევის ფაქტი. ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე აღმოჩენილი იქნა სახელმწიფო ტყის ფონდში უკანონო მოქმედი 2 კუსტარულად მოწყობილი სახერხი საამქრო. სააგენტოს თანამშრომლების მიერ დალუქული იქნა ამოღებული სახერხი საამქროს დაზგა-დანადგარები და მასზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ზიანის დაანგარიშებისთანავე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნება სათანადო ორგანოში.
17:31 / 06.06.2015
ვალეში 10 429 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
ვალეში 10 429 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 30 მაისს, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, 10429,3 ლარის ღირებულების დეკლარირებას ქვემდებარე ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ყელსაბამები, საათები, ბეჭდები, საყურეები, საქართველოში თურქეთიდან შემოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, მ.ა-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა – 10429,3 ლარის ოდენობით შეეფარდა .
17:18 / 03.06.2015
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მარილი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მარტინ ბ. ფალსიფიკაციის ფაქტზე ამხილეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მარტინ ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საამქროში ორი წლის განმავლობაში კუსტარულად ამზადებდა ჯანმრთელობისთვის საშიშ, ფალსიფიცირებულ ორგანულ მარილს, რომლის რეალიზაციასაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ახდენდა.
10:55 / 03.06.2015
ბიძინა გოზალოვი "ბიპის" ნათესების განადგურებაში ადანაშაულებს
კიდევ ერთი პრეტენზია,,ბიპის“ მისამართით– ვალის მაცხოვრებელი ორაგანიზაციისაგან კომპენსაციას მოითხოვს. ბიზინა გოზალოვი ამბობს, რომ “ბრითიშ პეტროლიუმის“ ტექნიკამ მის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი თვითნებურად დააზიანა. 2 ჰექტარზე განადგურდა  კარტოფილისა და ხორბლის ნათესები. ვალეში მცხოვრები ბიძინა გოზალოვი, ორგანიზაცია ,,ბიპის“ სასოფლო–სამეურნეო ნათესების თვითნებურად განადგურებაში ადანაშაულებს.
10:42 / 03.06.2015
ახალციხეში და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე -ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
ახალციხეში და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე -ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე სამასალე ხე -ტყის უკანონო ჭრის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ 33 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე მოიპოვეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 4000 ლარს აღწევს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში.
16:36 / 31.05.2015
შსს-მ მინერალური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ შ. გადამოწმების მიზნით იმ დროს გააჩერეს, როდესაც მას კუთვნილი ავტომანქანით ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი: 60 ბოთლი “ბორჯომი”, 12 ბოთლი “ნაბეღლავი”, 12 ბოთლი “მიტარბი” და 58 ბოთლი “ლიკანი” ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა. მხილებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღმოჩენილი ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი ქალაქ ბორჯომში თავად ჩამოასხა. გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
14:52 / 30.05.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის მიერ  ბორჯომის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი სპეციალისტი, სამსახურში აღდგენასა და გაცდენილი საათების საფასურის ანაზღაურებას ითხოვდა. მოსამართლის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონკურსის პროცესში, კომისიის წევერბმა გასაუბრების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნატა კოპაძის მიმართ გადაწყვეტილება  ცალ-ცალკე მიიღეს, ამიტომ  გოჩა ჯეირანაშვილამა სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნატა კოპაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ყოფილმა სპეციალისტმა  ნატა კოპაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი მიმდინარე წლის 29 იანვარს შეიტანა. იგი  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 5 იანვრის  ბრძანების ბათილად ცნობას და სასამართლო წესით თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა.
19:47 / 29.05.2015
ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
29 მაისს, ’’ვალეს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს. აკრძალულ მედიკამენტებს განკუთვნილი საქონელი, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი, 20 აბი დიფენოქსილატი, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, 40 აბი ქლორდიაზეპოქსიდი თურქეთიდან შემოსული ირანის მოქალაქის, ჰ.რ-ს კუთვნილი მანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოვლინდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
19:26 / 29.05.2015
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ხ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენების, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევის და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე, 1967 წელს დაბადებული რამაზ გ, 1961 წელს დაბადებული დავით გ, 1977 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1981 წელს დაბადებული ვასილ ბ, 1984 წელს დაბადებული გიორგი ბ. და 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ დ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით ტყითსარგებლობის ფაქტზე, ხოლო 1984 წელს დაბადებული ალექსი თ. და 1966 წელს დაბადებული დავით ც. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
11:49 / 28.05.2015
სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი გაამართლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი  გაამართლა. ზაურ ლეკიშვილის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა.  ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურორი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში მაინც  გაასაჩივრებს.
20:21 / 27.05.2015
შს მინისტრმა გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ბორჯომს ესტუმრა. ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა. დღეიდან გიორგი ბერუაშვილის სახელი ეწოდება იმ ქუჩასაც სადაც ის ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომს დღეს  თორმეტი საათისათვის ესტუმრა. ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა. ღონისძიების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ბერუაშვილის საფლავი მოინახულა.
19:30 / 27.05.2015
ახალციხეში რესტორანი ,,ივერია“ გაქურდეს
ახალციხეში რესტორანი ,,ივერია“ გაქურდეს
      ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე რესტორან ,,ივერიაში“ ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. დილის 10 საათზე მისულ თანამშრომლებს მინის კარი ჩამსხვრეული დახვდათ, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. პოლიცია ამ დროისთვის შენობაში მოკვლევას აწარმოებს, რის გამოც მეპატრონესა და თანამშრომლებს რესტორანში შესვლა ეკრძალებათ. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ზარალი მიიღო კვების ობიექტმა. შსს–ს ინფორმაციით,  ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
12:24 / 27.05.2015
27 მაისს ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
27 მაისს ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
 27 მაისს ბორჯომში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. მინისტრი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ბორჯომელი პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერს, ქუჩას და მემორიალს გახსნის. ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან. გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩის, სკვერისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნა 12:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა,  შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. პოლიციელი,  მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა..
21:44 / 26.05.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის მიზეზი,  ბრალდებულის მხრიდან ადვოკატის აცილების მოთხოვნა იყო. რატი დემეტრაძემ საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ბარძიმაძე სხდომას არ ესწრებოდა, მოსამართლემ შუამდგომლობის დაყენებისაგან თავი შეიკავა და პროცესი გადადო. რატი დემეტრაძის ბრალდებასთან დაკავშირებით, სადაც მას გამოძიება  ხევაშენელი ბესო ენდელაძის  მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ადვოკატმა ივანე ტატალაშვილმა საკუთარი ინიციატივით, საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ადვოკატი განმარტავს, რომ დემეტრაძემ აღნიშნულისთვის ბრალი აღიარა და პირობითი მსჯავრის შეფარდება ითხოვა, უარის გამო კი იგი განაწყენდა და სხვა ადვოკატის აყვანა გადაწყვიტა.
19:22 / 25.05.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activatecasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기matadorbetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티jojobetmatadorbetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetperabet girişcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginlimanbetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişcratosroyalbetcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahismatbetjojobetMarsbahisalanya escortMeritkingcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetPadişahbetcratosroyalbetsekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişepoxy garage floorjojobet girişgrandpashabetmilanobetvdcasinoslotdayjojobet girişjojobet girişmeritkingmatbetasdasdasdelexbetelexbetsekabetMeritkingmagic mushroomscasino levanttaraftarium24grandpashabet girişjojobetStreameastkiralık hackerperabetperabetcasibomcasibomcasibomjojobetmp3 juice