SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/07/medikamentebi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/07/jino-velnesi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/07/xe-mpg_000022551.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/vale.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/vale.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/07/dakaveba.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/vale-2.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ 5 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ტრამადოლი“ აღმოაჩინეს. მედიკამენტი სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე პ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის  შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა 17-19 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. კერძოდ, 17 ივლისს პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან  გერმანიის მოქალაქე ვ.ე. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა Tramadolhydrochlorid-ის შემცველი მედიკამენტი „ტრამალი“ (10 კაფსულა) აღმოაჩინეს. აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდა 18 ივლისს თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის ორ მოქალაქესაც. კერძოდ, ე.ც.-ის ხელბარგში 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPHENOXYLATE, ხოლო ს.მ.-ის ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერებისა (კოდეინის) და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინის) შემცველი მედიკამენტები: ACETAMINOPHEN CODEINE – 5 აბი და COLDAX – 5 აბი აღმოაჩინეს. 17 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის „სედალგინ ნეოს“ შემოტანა  19 ივლისს აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.ჰ.-მ სცადა. ყველა საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სპდ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა .
22:42 / 20.07.2015
ავტოსაგზაო შემთხვევა ,,საბარგო სადგურთან"– ვიდეომასალა
ახალციხეში, ე.წ ,,საბარგო სადგურზე“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 19 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ,,ჰონდასა“ და ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
18:10 / 19.07.2015
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას ხუთამდე ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას ხუთამდე ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას   5–მდე  ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სამსახურები. დაშავებულების ამოყვანა ავტომობილებიდან  სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, ახალციხის შემოსასვლელში მოხდა. დაზიანებულია “ჰონდას”  და “ტოიოტას” მარკის  ავტომობილები. ამ დროისათვის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. დაშავებულები “უნიმედი სამცხე”–ს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
16:29 / 19.07.2015
ხე–ტყის უკანონოდ მოპოვებისათვის, ადიგენსა და ბორჯომში შსს–მ 16 პირი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 16 პირი: 1960 წელს დაბადებული თენგიზ ბ, 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ, 1963 წელს დაბადებული გურამ გ, 1989 წელს დაბადებული ჯაბა ს, 1985 წელს დაბადებული მერაბ ვ, 1990 წელს დაბადებული მალხაზ მ, 1973 წელს დაბადებული რევაზ ც, 1990 წელს დაბადებული თენგიზ ნ, 1977 წელს დაბადებული ალექსანდრე ჩ, 1960 წელს დაბადებული დავით გ, 1975 წელს დაბადებული ვეფხია ა, 1981 წელს დაბადებული პაატა ფ, 1976 წელს დაბადებული დავით კ, 1976 წელს დაბადებული გიორგი შ,1979 წელს დაბადებული ალექსანდრე გ. და 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ვ. ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანების, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს. სამართალდამცველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, მხილებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.
14:17 / 19.07.2015
"ჯინო ველნესში" მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება მიმდინარეობს
სასტუმრო „ჯინო ველნესის“ ბუღალტერს ყოფილი თანამშრომელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. „მეცხრე არხთან“ დაზარალებული  აცხადებს, რომ   საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანა. ცემის ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს. სასტუმრო “ჯინო ველნესის” ყოფილი თანამშრომელი ამავე დაწესებულების ბუღალტერს სასამართლოში უჩივის.  ნინო ბერიძე  თამარ შაორშაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
22:42 / 16.07.2015
„ჯინო ველნესის“ ბუღალტერს ყოფილი თანამშრომელი ცემაში ადანაშაულებს
„ჯინო ველნესის“ ბუღალტერს ყოფილი თანამშრომელი ცემაში ადანაშაულებს
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „ჯინო ველნესის“ ბუღალტერს ყოფილი თანამშრომელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც „მეცხრე არხს“ დაზარალებულმა განუცხადა, საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანა.  ნინო ბერიძის თქმით, მან ბუღალტერთან იკამათა, რის შემდეგაც თამარ შაორშაძე ფიზიკურად გაუსწორდა. ნინო ბერიძე სასტუმრო “ჯინო ველნესში” მიმტანის პოზიციაზე მუშაობდა. მისი განმარტებით, ბუღალტერმა რამდენიმე დღის წინ  ჩანთა გაუჩხრიკა და ტელეფონი ამოიღო, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამის შესახებ მან სასტუმროს მენეჯერს აცნობა, რომელმაც აღნიშნულის ფაქტებით დადასტურება მოთხოვა. ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ კამერების ჩანაწერი ერთად ნახეს, თუმცა მენეჯერმა ეს არგუმენტად არ მიიღო. სამსახურეობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულების მოტივით, ნინო ბერიძე დაკავებული პოზიციიდან 12 ივლისს გაათავისუფლეს. „ჯინო ველნესში“  ყოფილი თანამშრომელის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ, გარდა ამისა, ბერიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. სასტუმროში „მეცხრე არხს“ ოფიციალურ კომენტარზე უარი განუცხადეს.”ჯინო ველნესის” წარმომადგენლები პირად საუბარში ყოფილი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ. მათივე თქმით, ნინო ბერიძე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებდა, რის გამოც ხელმძღვანელებისგან საყვედური არაერთხელ მიიღო და ბოლოს გათავისუფლდა კიდეც. ბუღალტერის მიერ ყოფილი თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეს ახალციხის რაიონული პროკურატურა იძიებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. იგი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ფაქტს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება არ მოჰყოლია. ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე. დეტალებს  “მეცხრე არხი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
19:29 / 16.07.2015
შსს-მ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს 2 და რუსეთის 1  მოქალაქე ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და მცირეწლოვან შვილებთან ერთად რუსეთის ორი მოქალაქის, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაყვანას ცდილობდნენ.
15:43 / 16.07.2015
ახალციხის გამგეობას და მერიას ,,სამართლიანი არჩევნები“ უჩივის
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიტანა. არასამთავრობო ორგანიზაცია გამგეობას ედავება, რომ 19 ივნისს, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია. ახალციხის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევ საკონკურსო–საატესტაციო კომისიას კი სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ არ დაუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გასაუბრებაზე. ,,სამართლიანი არჩევნების“ იურისტებმა სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს. სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.ახალციხის მერიაში საჩივრის შესახებ არაფერი იციან და ამბობენ, რომ მათთან აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ჯერ არ მისულა. საკითხზე კომენტარი გააკეთეს გამგეობაში.
17:46 / 15.07.2015
ვალეში დიდი ოდენობით თამბაქოს უკანონო ნაწარმი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული გიორგი ლ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმი – 50984 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ლ. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, თამბაქოს ნაწარმის საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადატანას ცდილობდა.
15:38 / 15.07.2015
ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი 7 სახერხი საამქრო გამოავლინეს
ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი 7 სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლება, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის გადამამუშავებელი, უკანონოდ მოქმედი 7 სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღმოჩენილია ასევე, ამავე საამქროების ტერიტორიაზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული წიწოვანი ჯიშის მრგვალი მორები , რომელთა საერთო ოდენობა 21 კუბურ მეტრს აღწევს. მასალები შემდგომი რეაგიებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.
14:48 / 13.07.2015
ავტოსაგზაო შემთხვევას ბორჯომელი მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ბორჯომელი მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე საათის წინ ბორჯომელი მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. 53 წლის ვახტანგ შენგელია 12 წლის ვაჟთან ერთად ბორჯომიდან ხაშურის მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა. შემთხვევა ხაშურთან ახლოს მოხდა. სავარაუდოდ, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედრები გორის საავადმყოფოში გადაასვენეს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მამა-შვილს ბორჯომში გადაასვენებენ. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
18:11 / 12.07.2015
ეკატერინე აბაშიძე: "ლალი მაისურაძის გათავისუფლება მიზანმიმართულად მოხდა"
ახალციხის რაიონულ  სასამართლოში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის საჩივარის  განიხილვა გრძელდება. პროცესზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ ოთხი მოწმე წარადგინა, თუმცა მათგან, მხოლოდ სამის დაკითხვა მოხერხდა. წარდგენილი მოწმეებიდან ყველა მათგანი სოფელ ბოლაჯურის საბავშო ბაღის თანამშრომლი იყო.
22:32 / 06.07.2015
მგზავრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანა სცადეს
მგზავრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანა სცადეს
 4-5 ივლისს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს. 4 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსული კანადის მოქალაქე ე.ა.ჯ.-ს ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 10 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი APO-TRAMADOL აღმოუჩინეს, ხოლო 5 ივლისს, თურქეთის მოქალაქე ჰ.ი.-ის ხელბარგის დათვალიერების შედეგად – 18 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი GERALGINE-k. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით,  საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
20:07 / 06.07.2015
შშს–მ ახალქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები სპორტული ინვენტარით დაასაჩუქრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალქალქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, სავარჯიშოდ, სპორტული ინვენტარი გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა წიკლაურმა სპორტული აღჭურვილობა, მათ   სავარჯიშო დარბაზში მიუტანეს. ინვენტარის გადაცემის ცერემონიას ახალგაზრდებთან ერთად მათი ტრენერი ადომ ელიზბარიანი და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი დაესწრნენ.
15:44 / 05.07.2015
"ვალეს" ტერიტორიაზე უკანონო მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
"ვალეს" ტერიტორიაზე უკანონო მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ “ვალეს” ტერიტორიაზე 29 ივნისს, თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის მოქალაქე ე.ა.-ს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Ritalina (5 აბი) აღმოაჩნდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ასევე, 30 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ბ.ა., რომლის კუთვნილ ავტომანქანაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს, თავად მოქალაქის დათვალიერებისას კი – 0,55 გრ. მარიხუანა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით,  შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
13:33 / 03.07.2015
სამცხე-ჯავახეთში, მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა, ნებაყოფლობით ჩააბარეს. შსს–ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: 8 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2 248 საბრძოლო ვაზნა, 57 ხელყუმბარა, 3 შაშხანა, 1 ამფეთქი, 2 სასიგნალო მაშხალა, 3 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ყუმბარმტყორცნის 15 ჭურვი, 3 მჭიდი და 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
12:52 / 03.07.2015
ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს
  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა მის დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
13:20 / 02.07.2015
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
28 ივნისს, საბჟპ გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან  ჩეხეთის მოქალაქე ე.ს. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად,  ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი) შემცველობის პრეპარატი Tramal – 6 აბი აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერების (კოდეინი) შემცველობის პრეპარატი Acetaminophen Codeine – 9 აბი და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინი) შემცველობის პრეპარატი Goldax – 7 აბი აღმოაჩინეს სგპ „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა, ასევე, 29 ივნისს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.
15:14 / 30.06.2015
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში 14 პირი უკანონო ქმედებაში ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 პირი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს. სამართალდამცველებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სატყეო უბანში სატვირთო ავტომანქანიდან წიწვოვანი ჯიშის, უკანონოდ მოჭრილი, 13 ცალი სამასალე მერქანი ამოიღეს. მხილებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
14:03 / 30.06.2015
ლალი მაისურაძეს, საბავშვო ბაღიდან ორი პურის წაღებას ედავებიან
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის საჩივარი, განიხილა. პროცესზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. საქმეზე ერთი მოწმე – ბაღის მზარეული დაიკითხა.  მარეხი აფრიამაშვილმა  სხდომაზე განაცხადა, რომ ბაღის ყოფილმა მენეჯერმა  დაწესებულებიდან ორი პური წაიღო. რადგან ეს უკანონო საქციელი იყო, მან  ბაღების გაერთიანების უფროსს შეატყობინა.  სწორედ ეს გახდა ლალი მაისურაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ–ერთი მიზეზი.
22:11 / 29.06.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikematbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetgorabet girişcasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182splashrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalperabetrealbahisrealbahisperabetbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobetmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetmatbetjojobet girişiptv satın almatbetjojobetgrandpashabetjojobetbetpas