სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელიან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ვარძია-გოგაშენის გზაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოები მის ღირებულებას.
გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხს სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მიიღებენ. შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამავე გზაზე რამდენიმე მეწყერსაშიში ადგილია, რომლის გამაგრებაც მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება. ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელი გზის 45 მეტრ სიგრძეზე მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა.
ხელისუფლება გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, საყრდენი კედლის აშენებას გეგმავდა. კომპანიას სამუშაოები თითქმის დასრულებული ჰქონდა, რომ იგივე მონაკვეთზე მიწა მეორედ, 13 ივლისს უფრო დიდი რაოდენობით ჩამოიშალა. "მეწყერის პირველად ჩამოწოლის შემდეგ, მიწის მასისგან გზის გაწმენდისთანავე, 60-მეტრიანი ჯიბე წარმოიქმნა, საიდანაც მთა ხელმეორედ ჩამოწვა. სამუშაოები ხელახლა დაიგეგმა, რა დროსაც რამდენიმეტონიანი ლოდები დაიშალა და საყრდენი კედლის ნაცვლად ჯიბეში ჩალაგდა. ადგილი, სადაც ლოდებია დალაგებული, სამანქანო გზიდან 10-12 მეტრითაა დაშორებული", - ამბობს შალვა ბერძენიშვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.