საზოგადოება
ახალციხის ბაზარი დღეს არ გაიხსნება
დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება. გამონაკლისია ახალციხე, სადაც ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება რამდენიმე დღით გადადოს. მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებია, რომლის დაცვასაც მომხმარებელი ვერ ახერხებს.
სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ადმინისტრაცია ფრთხილობს, რადგან შემთხვევაში, სანქცია გაცილებით მაღალია.
„2-3 დღეში კიდევ გავივლით ამ საკითხს, მაგრამ პირბადის გარეშე მაინც დადის ხალხი, რიგს არ იცავენ და ამის და გაკონტროლება რთულია“, - გვითხრეს ადმინისტრაციაში.
ახალციხის ცენტრალური ბაზარი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, 29 მარტს 15 000 ლარით დააჯარიმეს.
გააზიარეთ :