ახალციხის ცენტრალურ ბაზარში საკვირაო ვაჭრობაზე ხალხმრავლობაა
11:46 / 04.10.2020
ახალციხის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, ტრადიციული კვირა დღის ვაჭრობა გაიმართა. მოქალაქეებმა ხილ-ბოსტნეული რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოიტანეს.
ბაზარი კვირაობით ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. გამონაკლისი არც დღეს აღმოჩნდა.
სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების უმეტესობას პირბადე ეკეთა, თუმცა ირღვეოდა სოციალური დისტანციის წესები.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილი წესების დაცვაში სამართალდამცველები ეხმარებოდნენ. "პოლიცია გვეხმარებოდა, 12-14 კაცი იყო ადგილობრივი განყოფილებიდან, მათთან ერთად ვმუშაობდით. პირადე ეკეთა დაახლოებით, 95%-ს, დანარჩენებსაც ჯიბეში ან ჩანთაში ედოთ და როცა ვაფრთხილებდით იკეთებდნენ. დისტანცია კი ირღვეოდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად იცავდნენ, გავუძელით ხალხის ნაკადს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც იყვნენ დილიდან. თუ ვინმეს პირბადე არ აქვს, მეც ვურიგებ", - გვითხრა სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ქართველიშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ მარტში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ ,,ალფა მარკეტი" საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.