ახალციხეში რეგულაციების გამო გაჩერებული ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
13:27 / 22.08.2021
ერთკვირიანი უმუშევრობის შემდეგ, ახალციხის სოფლების მიმართულებით მოძრავმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა. მარშრუტები უკვე ყველა მიმართულებით აღდგა.
სატრანსპორტო კომპანიის შპს "ჯეოტივის" დირექტორი ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეგულაციები, არასწორად იყო გამოცხადებული. ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ 14 აგვისტოდან შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის სოფლების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები. ამის გამო, შპს "ჯეოტივიმ" ქალაქ ახალციხიდან სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი შეაჩერა. რეგულაცია არ შეეხო საქალაქო ტრანსპორტს.
მას შემდეგ, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა "მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ შეზღუდვა მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტს შეეხო, ნუგზარ მამუკაშვილმა კი თქვა, რომ მოძრაობა სოფლების მიმართულებითაც შეაჩერა, საკითხით თვითმმართველობა დაინტერესდა.
როგორც ნუგზარ მამუკაშვილი განმარტავს, მერიამ საკოორდინაციო საბჭოსთან გაარკვია, რომ შეზღუდვა სოფლების მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს არ ეხებოდა. ამის გამო, სამარშრუტო ტაქსებმა რეისები განაახლეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.