საზოგადოება
სოფელ სამებასთან, ბოლო 24 საათში მიწისქვეშა ბიძგები მეხუთედ დაფიქსირდა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.6(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 14 თებერვალს, თბილისის დროით 21:03 საათზე დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სოფელ სამებასთან ეს უკვე მეხუთე მიწისძვრა იყო.
პირველი მიწისქვეშა ბიძგები აქ 13 თებერვალს თბილისის დროით, 22:25 საათზე დაფიქსირდა (6.2 მაგნიტუდა).
სამ წუთში განმეორდა 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
მესამედ მიწისქვეშა ბიძგები 22:35 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდა იყო.
მორიგი მიწისძვრა მოხდა 14 თებერვალს, თბილისის დროით, 21:03 საათზე, რა დროსაც 3.9 მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ასევე ნახეთ:
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კიდევ დაფიქსირდა
გასულ ღამით, საქართველოში მიწისძვრა 7-ჯერ მოხდა
საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
გააზიარეთ :