საზოგადოება
დაერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა აბონენტებს - სემეკის შემოწმების შედეგები
დაერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა აბონენტებს - სემეკი "თელმიკოსა" და "თელასის" შემოწმების შემდეგ შედეგებს აქვეყნებს. სემეკში ამბობენ, რომ დადგინდა გარკვეული შეუსაბამობები.
"შესწავლილი იქნა მრიცხველებთან დაკავშირებული საკითხები, აღრიცხვის და დარიცხვის სისწორე, კანონიერება და ამ ყველაფრის შესაბამისობა ჩვენ მიერ დადგენილ წესებთან. გამოვლინდა აღრიცხვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ნაწილში უზუსტობები, დადგენილი წესების დარღვევა, შესაბამისად მოვისმენთ დეტალურ ანგარიშს შემოწმების ჯგუფის. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციის ერთ-ერთ ფორმას დაჯარიმებას, შესაბამისად შესაძლოა იქნას გამოყენებული," - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
სემეკმა ენერგო კომპანიებში შემოწმების პროცედურები თებერვლის შუა რიცხვებში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსახლეობამ გაორმაგებული კომუნალურების მიღება გააპროტესტა და კომპანიებისგან განმარტების მიღება აქტიურად მოითხოვა. გაზრდილ გადასახადებზე ჩიოდნენ თელმიკოს აბონენტები სამცხე-ჯავახეთიდანაც.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :