ბორჯომის ქარხნების გაჩერებით მუნიციპალიტეტი 12 მილიონამდე ლარს დაკარგავს
09:01 / 15.05.2022
მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, ბორჯომის ქარხნიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე შედიოდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება, არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
„ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბაქარ შირაძე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, რუსეთზე ჩამოკიდება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია და ამის შესაცვლელად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის თქმით, IDS ბორჯომს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წყლის რესურსის მოპოვების გადასახადი ყოველ კვარტალში შეჰქონდა, რაც წლის განმავლობაში მოსაკრებელი 12 მილიონ ლარამდეა.
,,ქარხანას უკვე გადახდილი აქვს ორი კვარტლის გადასახადი, იმედია, მესამე კვარტლის თანხის გადახდამდე ორგანიზაცია ამუშავდება და გადახდის პრობლემა არ შეიქმნება. რა თქმა უნდა, ქარხნის ამუშავება მნიშვნელოვანია, როგორც ბიუჯეტის შევსების, ასევე ადგილობრივების დასაქმების თვალსაზრისით" - განმარტავს დავით ზაალიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაპირება, რომ მალე მოსახლეობას "IDS ბორჯომთან" დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაციას ამცნობდა, ირაკლი ღარიბაშვილი ორი კვირაა ისევ სიურპრიზად ინახავს.
ვიდრე ხელისუფლება ქარხნის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს, მანამდე დასაქმებული თანამშრომლები ადმინისტრაციის შერჩევით სამართალზე საუბრობენ და უფლებების დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომმა" ორივე ჩამომსხმელი ქარხანა გააჩერა. მიზეზად მფლობელის, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, მიხეილ ფრიდმანის სანქცირება სახელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.