საზოგადოება
თურქეთში 17 წლის გოგო გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 10 დღე გაატარა
დამანგრრეველი მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, თურქეთში მოზარდი გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
17 წლის ალეინა ოლმეზი მაშველებმა ქალაქ ქაჰრამანმარაში, ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 42 000 გადააჭარბა. თურქეთში ამ დროისათვის 36 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის ფაქტია დადასტურებული, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 6 000-ს აღწევს.
თურქეთში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონები მოინახულა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.
გააზიარეთ :