რამდენი დამცავი ნაგებობაა საქართველოში და სად შეიძლება თავშეფარება საგანგებო ვითარების დროს
მითხარი თავშესაფარი მეტროს გარდა სად არის? თბილისში რომ მოინდომოთ და სირენა ჩართოთ, ვერ ჩართავთ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამოითხოვა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია თუ რა სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურაა ქვეყანაში. როგორც აღნიშნა ელისაშვილმა, უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით, ეს ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია ქვეყანაშია. მხოლოდ რამდენიმე თავშესაფარია, სადაც გაჩერება რამდენიმე საათით არის შესაძლებელი.
როგორც შს სამინისტროგან დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2003 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე სულ აღირიცხებოდა 6 499 დამცავი ნაგებობა. 2015 წლის მონაცემებით კი, აღრიცხულია 1 186 დამცავი ნაგებობა, რომელთა ძირითადი ნაწილი შეუსაბამოა საექსპლუატაციო მოთხოვნებთან.
,,არ ვიცი ჩვენამდე როდის მოვა ის კულტურა, რაც ისრაელს ახასიათებს. მათ შორის, სამობილიზაციო და ჯარში წასვლის კულტურა. ისრაელში 48 საათში 300 ათასი კაცი დააყენეს იარაღ ქვეშ და ის კი არა, რომ უიმე, იარაღი აქედან ისვრის თუ იქიდან. ეროვნული ჟინი არ გვაკლია, მაგრამ ებრაელებს განასხვავებს სხვებისგან ის, რომ ზუსტად იციან სხვებისგან ომის შემთხვევაში რას აკეთებენ, ზუსტად იციან იარაღი და აღჭურვილობა სად არის, როგორ მოქმედებენ და სად მიდიან და ა.შ. ისინი ბრმად არ მიდიან.
ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი სახელმწიფო უნდა იყოს მზად ომისთვის. თუ გინდა, რომ ომი თავს არ დაგატყდეს, უნდა იყო მზად. ჩვენს ახალ „თავდაცვის კოდექსში“ 90% რაც წერია, არის ძალიან კარგი. აქამდე რას აკეთებდა „ქართული ოცნება“, 11 წელია ხელისუფლებაშია - აქამდე არ შეიძლებოდა? მაგრამ „თავდაცვის კოდექსი“ მთავარს აწესრიგებს, ბევრს არაფერს არ აწესრიგებს. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას ვერ მოაწესრიგებს, შეიარაღების შესყიდვას ის ვერ მოაწესრიგებს - ის აწესრიგებს გაწვევის ახალ წესს, რომელიც სწორი წესია, მაგრამ 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედეს, მაგრამ ეს საფრთხეები დღესაც ხომ არის? რატომ ხვალვე არ ვიწყებთ ამ გაწვევის ახალ სისტემას?" - აღნიშნავს ელისაშვილი.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხული 1 186 დამცავი ნაგებობიდან, მოსახლეობის მიერ თავის შეფარება მხოლოდ 105-ში არის შესაძლებელი რამდენიმე საათით, ვინაიდან, თავშესაფრებში სასიცოცხლო უზრუნველყოფა (ვენტილაცია, გათბობა, ენერგო მომარაგება, კავშირგაბმულობა) არ ფუნქციონირებს.