საზოგადოება
ახალციხის სატრანსპორტო პოლიტიკა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები რაიონში
2023 წელი ისე მიიწურა, რომ არაერთხელ დაპირებულ ახალ ავტობუსებს ახალციხის მუნიციპალიტეტში მოძრაობა არ დაუწყიათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ამოქმედების თარიღი მომავალი წლის მარტამდე გადაწია. გაუმართავი საქალაქო ტრანსპორტი მოსახლობას წლებია აწუხებს. როცა არაერთი თხოვნით შედეგს ვერ მიაღწიეს, მოქალაქეებმა ახალციხის საკრებულოს პეტიციით მიმართეს.

ახალციხელი სოსო გიქოშვილი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც საქალაქო ტრანსპორტით სისტემატურად სარგებლობს. იმის გამო, რომ მისი სამსახური ქალაქის ბოლოშია, იქ მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა უწევს.

„იშვიათად დადის, საათში ერთხელ ამხელა ქალაქს არ ჰყოფნის. ყოველ ნახევარ საათში კარგი იქნება. ტრანსპორტიც უნდა შეიცვალოს. ახლა რა „მარშუტკაც“ დადის, 12-13 კაციანია. ავა 20 კაცი, აქედან 12 ზის და არის ჭყლეტა, სიცხე, მიდის გაწევ-გამოწევა, აქეთ-იქიდან ისმის გააჩერე, გააღე, გადავდივარ. ასეთი პრობლემები რომ ავიცილოთ თავიდან, ან ქალაქის მერიამ შეიძინოს ახალი, ან თბილისიდან ჩამოიყვანონ მეორადი, მთავარია დიდი ავტობუსი იყოს, რომ ხალხი თავისუფლად ავიდეს და ჩამოვიდეს, როგორც მაგალითად, ბორჯომშია“, - ამბობს სოსო გიქოშვილი.

ახალციხეში ე.წ. საქალაქო საათში ერთხელ, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე დადის. ქალაქის გარეუბნები, დიდი დასახლებები მის მარშრუტში არ შედის.

რიფსიმე სტამბოლციანი საბარგო სადგურის დასახლებაში, ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობს. პენსიონერმა ქალმა ქალაქში მოსახვედრად, საქალაქთაშორისო ავტობუსებით უნდა იმგზავროს, თუ გაუმართლა და რომელიმე მიკროავტობუსმა გაუჩერა, მას ავტოსადგურამდე უნდა გაჰყვეს.

„ცენტრალურ გზაზე გასასვლელად ერთი კილომეტრის გავლა გვიწევს. რკინიგზა უნდა გადავკვეთოთ და ვაგონების ქვეშ გავძვრეთ. საქალაქო ავტობუსის დანიშვნაა საჭირო, თუნდაც დღეში ორი რეისი გააკეთოს, მთავარია ვიცოდეთ რომ ბავშვები სკოლაში უსაფრთხოდ წავლენ და დაბრუნდებიან“, - გვეუბნება რიფსიმე სტამბოლციანი.

ტრანსპორტი არ დადის რაბათის ტურისტულ უბანში. საქალაქოს დანიშვნას ითხოვენ აბის და დევნილების დასახლებაში, ზარზმელის ქუჩაზე ე.წ. 11-სართულიანებში. აქ მაცხოვრებლებს ან ფეხით უწევთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადასვლა, ან იძულებული არიან ტაქსით ისარგებლონ, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია.

„ასპინძის, მინაძის და სხვადასხვა სოფლების ავტობუსებს ხშირად მივყვებით. სახლიდან ადრე გავდივართ, რომ გამვლელ ტრანსპორტს მივუსწროთ. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენ დასახლებაში ტრანსპორტს დანიშნავს", - ამბობს ე.წ. დევნილების დასახლებაში მცხოვრები ნათია პაპავა.

პრობლემები მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტს არ აქვს, იგივე გამოწვევებია სოფლების მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებშიც. ზოგიერთ სოფელში ავტობუსი საერთოდ არ დადის, სადაც დადის, მოსახლეობა მოუხერხებელ გრაფიკზე ჩივის.

სოფელ წყრუთში მცხოვრებმა, უტრანსპორტობით შეწუხებულმა მოქალაქეებმა გასულ წელს მერს განცხადებით მიმართეს, რითაც დამატებითი რეისების დანიშვნა და სტუდენტებისთვის მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსება სთხოვეს.

„ჩვენი სოფლის ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კვირაში მხოლოდ სამჯერ დადის (შაბათი, კვირა, ოთხშაბათი) ისიც განსაზღვრულ საათებში (08:00-დან გადის წყრუთიდან ახალციხის მიმართულებით და 13:00 საათზე ბრუნდება უკან). აღნიშნული გრაფიკი, განსაკუთრებულ პრობლემებს გვიქმნის ჩვენ სტუდენტებს, რადგან ჩვენი სწავლის განრიგი, არასოდეს ემთხვევა სოფლის ტრანსპორტს და საათობით გვიწევს გაჩერებაზე დგომა, იმისთვის, რომ იქნებ ვინმე ნაცნობმა გაიაროს და წაგვიყვანოს, შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად კი გარეთ საათობით დგომა, კიდევ უფრო რთულია ჩვენთვის“, - ეწერა განცხადებაში. წერილზე მერიიდან უარით უპასუხეს და ურჩიეს, რომ ახალი ავტობუსების შემოსვლას დალოდებოდნენ.

უფრო ადრე, ჯერ კიდევ წინა თვითმმართველობის დროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დახმარებით, ახალციხელმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს ადვოკატირების კამპანია.

2016 წელს, ახალგაზრდები მმართველი და ოპოზიციური პარტიების მაშინდელ დეპუტატებს ხვდებოდნენ, გაუმართავი ტრანსპორტის ფოტო და ვიდეომასალას აჩვენებდნენ და ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვდნენ.

„ყველაფერი, რაც ახალგაზრდების განვითარებისთვის არის საჭირო, ახალციხეშია. ამ დროს არის სოფლები, სადაც კვირაში მხოლოდ ორჯერ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. წლების წინ დავიწყეთ ადვოკატირების კამპანია, ახალგაზრდებმა იმგზავრეს საქალაქო ავტობუსით, ვიდეოები გადაიღეს როგორი სიმჭიდროვე იყო, ტრანსპორტი გამოსული იყო მწყობრიდან, გაჩერებები არ იყო მოწესრიგებული. ამ მასალებით მაშინდელ ხელმძღვანელობას და დეპუტატებს შევხვდით, თუმცა საკითხი ვერ დაიძრა“, - იხსენებს ჯაბა ნათენაძე, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი.

ადგილობრივები მარშრუტების დამატებას და ავტოპარკის განახლებას წლებია ითხოვენ, თვითმმართველობა ყოველ ჯერზე პასუხობდა, რომ ამის ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ყოველ წელს, ბიუჯეტის დამტკიცების დროს ხელისუფლებას სხვადასხვა ალტერნატივას სთავაზობდნენ, მაგალითად, მერიას წელიწადში ერთი ავტობუსი შეეძინა, თუმცა მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მათი არც ერთი იდეა არ გაიზიარეს.
ახალციხის საქალაქო ტრანსპორტი

წლების განმავლობაში არც განრიგი იცვლება, არც სამარშრუტო ტაქსები და ან მიმართულებები ემატება, - ამბობენ ადგილობრივები. სწორედ ამიტომ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს თვითმმართველობისთვის პეტიციით მიემართათ. ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაეხმარა. არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში თამუნა უჩიძემ პეტიცია ახალციხის საკრებულოს აპარატში 2021 წლის ივლისში დაარეგისტრირა. 500-მდე ხელმომწერი ამბობდა, რომ საქალაქო ავტობუსი არ იყო გამართული, მოძრაობის განრიგი ხშირად ირღვეოდა, მუშაობას კი სამუშაო საათების დასრულებისთანავე ასრულებდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ჰყავს სამოქალაქო საბჭო, ადამიანები, რომლებიც თავიანთ თემში არიან აქტიურები და მათი საშუალებით ვცდილობთ, რომ იმ თემში არსებული პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. ამ საბჭოს ფარგლებში რიგით პირველ პრობლემად, რაც ყველა მაცხოვრებელს აერთიანებდა, საქალაქო ტრანსპორტის თემა იყო. განსაკუთრებით, იმ დასახლებაში მცხოვრებლები, სადაც არ დადის ტრანსპორტი“, - ამბობს თამუნა უჩიძე.

ეს იყო ორგანიზაციის პირველი პეტიცია ახალციხის საკრებულოში. წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებული იყო საკითხზე ემსჯელა და გადაწყვეტილება მიეღო.

„როცა პეტიცია რეგისტრირდება, საკრებულო ვალდებულია განიხილოს. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ასე ამ საკითხს მიეცემოდა მსვლელობა. როცა განიხილეს არ გვითხრეს, რომ ვაკმაყოფილებთ ან არ ვაკმაყოფილებთ, გვითხრეს, რომ იმუშავებდნენ ამ საკითხზე“.

პეტიციის შეტანიდან რამდენიმე თვეში ახალციხის მერიამ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“ დააფუძნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, მალე ქალაქს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეემატებოდა. მისი თქმით, იცვლებოდა სატრანსპორტო პოლიტიკა და ახალი ავტობუსების შემოსვლას სრულად უნდა შეეცვალა მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება.

„ახალციხეს უკვე აქვს 18 ახალი ავტობუსი და ჩვენ ველოდებით განრიგს, სად და როგორ ივლის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქალაქის ათეულობით წლის პრობლემის მოგვარება ჩვენი ინიციატივით დაიძრა. ამ კუთხით ითანამშრომლა ჩვენთან თვითმმართველობამ. ადგილობრივი თვითმმართველობა ასეთი ნაბიჯით ადამიანებს ეუბნება, რომ მათ ჩართულობას და მოთხოვნას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა“, - გვეუბნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში.

ახალი ტრანსპორტის შემოსვლის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. თავდაპირველად ახალციხის მერი მედიასთან აცხადებდა, რომ 2023 წლის ბოლოს ქალაქს ჩამოყალიბებული და სრულიად გამართული სატრანსპორტო პოლიტიკა ექნებოდა.

„ბოლო დროს პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, გვეუბნებიან, რომ 18 ავტობუსია შეძენილი, რომელსაც დეკემბრის ბოლოს უნდა ევლო, მაგრამ ჯერ თვალით არ გვინახავს. ახლა არის დაპირება, რომ მარტში იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში, მაგრამ სამზადისს თუ ხედავთ? მაგალითად, რანაირი ტრანსპორტი უნდა შევიძინოთ, რომ დავიწროებულ ქუჩებზე იმოძრაოს. სად უნდა იაროს, მოსაცდელები სად იქნება. მარტში ყველა ინფრასტრუქტურა გამართული იქნება?“ - კითხულობს ჯაბა ნათენაძე.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები ახალციხეში მარტში ჩამოვა. ისინი არა მხოლოდ ქალაქს, არამედ სოფლის მოსახლეობასაც მოემსახურებიან.

„ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და განხილვა. როცა შემოვა ტრანსპორტი, ფუნქციონირებას დაიწყებს. სადგომი ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ გვექნება აუცილებლად. სამომავლოდ საუბარი გვაქვს, რომ იყოს კეთილმოწყობილი, ძლიერი ბაზა, სადაც არა მარტო ავტობუსები, არამედ ყველა მუნიციპალური სერვისის ტრანსპორტი განთავსდება“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი.

სანამ ახალი ავტობუსები შემოვა და მუნიციპალური, ახალშექმნილი ა(ა)იპ დაიწყებს ფუნქციონირებას, ქალაქის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანას შპს ,,ჯეოტივი" ახორციელებს. მგზავრობის თანხის ნახევარს ახალციხის მერია იხდის. შპს-ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 44 000 ლარი აქვს გამოყოფილი.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 23 °C
img
ახალქალაქი 20 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 25 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 21 °C
img
ბაკურიანი 17 °C
img
ნინოწმინდა 20 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000time in londonCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://etd.umpalopo.ac.id/js/ckeditor4/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale son dakikasigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingmarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltrestbetgoldenbahismeritkingmarsbahismarsbahisgoldenbahisholiganbethttps://twitter.com/sultanbozum1zbahisSahabetgoldenbahisxslottarafbetgrandpashabetbaywincasibomTarafbetTarafbetcasibombetebetqueenbetinterbahistrbetimajbetqueenbetqueenbet girişbetvolelimanbetlimanbet giriş