გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მეწყერი გეოლოგიური მოვლენაა, რაც გულისხმობს ფერდობზე სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით ქანების მასის გადაადგილებას. მეწყერი მოვლენაა, როდესაც ქვების, მიწისა და ქანების მყარი მასა ფერდობზე იწყებს ჩამოწოლას.
რა იწვევს მეწყერს?
მდინარეთა ხეობების ფერდობის გარეცხვა; გამოფიტვის ან უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად ქანების სიმტკიცის შესუსტება; გრუნტის წყლების რეჟიმის დარღვევა; მიწისძვრა; ადამიანის არასწორი საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობა; თუკი ნალექების რაოდენობა მოცემულ ტერიტორიაზე არ აღემატება საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებლებს, ანუ იმყოფება ნორმის ფარგლებში, მეწყრების გააქტიურება არ შეიმჩნევა.
მეწყრული პროცესების გააქტიურების ნიშნებია:
შენობების კარებისა და ფანჯრების დეფორმაცია; მიწის ზედაპირზე და შენობებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა; მეწყერსაშიშ ფერდობზე ადრე არარსებული გრუნტის წყლების გამოსავლების გაჩენა.
როგორ უნდა მოვიქცეთ მეწყერის დროს?
პირველ რიგში, მოემზადეთ საცხოვრებელი სახლიდან გასასვლელად. გათიშეთ ბუნებრივი აირი, ელექტრომოწყობილობები და წყალმომარაგების სისტემები. სახლიდან გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები. უმჯობესია თუ წაიღებთ პირველადი მოხმარებისა და სხვა აუცილებელ ნივთებს.
გაითვალისწინეთ, რომ მეწყერს ხშირად მოსდევს ღვარცოფი!
ღვარცოფი გეოლოგიური მოვლენაა და ეწოდება მთის მდინარეებში და დროებით წყალსადინარებში/ხევებში უმთავრესად ხანმოკლე დროისა და დიდი სიჩქარის წყალქვიან და ქვატალახოვან ნაკადს.
2010-2019 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა 1248 ღვარცოფის გავლას. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 3000-მდე ღვარცოფული წყალსადინარი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.