მაღალმთიან დასახლებებში ყველაზე მეტი ადამიანი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს
2024 წლის მარტის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონეთა რაოდენობა კიდევ შემცირდა და ჯამში 259 241 მოქალაქე შეადგინა. მათ შორის, ყველაზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს, ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიაში“ არის აღნიშნული.
მათივე ცნობით, გასულ წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეთა რაოდენობა 3.1%-ით შემცირდა და შეადგინა 376,6 ათასი მოსახლე.
რაც შეეხება, მუნიციპალურ ჭრილში მაჩვენებლებს, ყველაზე მეტი პირი ახალქალაქის, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებშია რეგისტრირებული, ხოლო ყველაზე ნაკლები - მესტიის, ყაზბეგის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.
უფრო კონკრეტულად:
სამცხე-ჯავახეთი - 81 184 მოქალაქე
აჭარა - 44 070
ქვემო ქართლი - 32 158
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25 578
მცხეთა- მთიანეთი - 21 742
შიდა ქართლი - 19 893
იმერეთი - 15 350
კახეთი - 10 401
სამეგრელო-ზემოსვანეთი - 7 745
გურია - 1 120
როგორც სტრატეგიაში ვკითხულობთ, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის შემცირება, ქვეყანაში საერთო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება და მისი ნაწილია.