საზოგადოება
ბაკურიანში სასტუმროდან რუსული დროშა ჩამოხსნეს
ბაკურიანში პროვოკატორებმა რუსეთის დროშა გამოფინეს - ქართველებმა და უკრაინელებმა კი ოკუპანტების დროშა ერთად ჩამოხსნეს.
„რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“ - ამ განცხადებით მოქალაქეებმა ბაკურიანში სასტუმროდან რუსული დროშა ჩამოხსნეს.
მოქალაქეებმა პროტესტის ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, სასტუმრო crystal hotel and spa-ს ერთ-ერთ ნომერში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშა გადმოფინეს.
მოქალაქეებმა სასტუმროს აივანზე გადმოფენილი დროშა ნაგვის ურნაში გადააგდეს.
გააზიარეთ :