აწყურის თემში გამგებლის წარმომადგენელი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი აწყურის თემში – ელგუჯა ჯვარიძე გარდაიცვალა.
ახლობლების თქმით, 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ გულის შეტევაა. შემთხვევა 21 აპრილს მოხდა.
ელგუჯა ჯვარიძეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის პოსტი, 2014 წლიდან ეკავა.
ტელეკომპანია "მე–9 არხი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.