განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი რეგიონული “ჰაბების” ჩამოყალიბებას იწყებს
16:23 / 13.07.2017
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი რეგიონული ჰაბების ჩამოყალიბებას იწყებს.
,,ჰაბების“ შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები ორგანიზაციამ საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებს ახალციხეში გააცნო.
,,ჰაბი“ ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი იქნება. მისი შექმნა საქართველოს 10 რეგიონში ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”–ს ერთ–ერთ ინოვაციურ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მიზნად რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას ისახავს.
პროექტის ფარგლებში 2020 წლის ბოლომდე, დაახლოებით 5 მილიონი ევრო დაიხარჯება. განხორციელდება 110 აქტივობა, გაიცემა 720 ათასი ევროს ღირებულების 80–მდე ქვეგრანტი და 2 500–ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვება.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას სამცხე–ჯავახეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების 30–მდე წარმომადგენელი დაესწრო.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.