კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები წყორძის ტაძარს ორშაბათს, 24 ივლისს მოინახულებენ.
აღდგომის სახელობის ეკლესიის ირგვლივ დაგებული ასფალტის ფენას, მშენებელი კომპანია მათი მეთვალყურეობით აიღებს.
"შედგა კომუნიკაცია სააგენტოს უფროსს ნიკოლოზ ანთიძესა და გუბერნატორს შორის და ორშაბათიდან ჩვენი სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება ასფალტის ფენის აღება და შესაბამისი სარინელის მოწყობა" – აცხადებენ სააგენტოში.
სოფელ წყორძაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ასტორია" ახორციელებს. კომპანიის დორექტორი მალხაზ მანველიშვილი
განმარტავს, რომ ეკლესიის ირგვლივ ასფალტის საფარის დაგებას პროექტი არ ითვალისწინებდა და სამუშაოები მისი ინიციატივით
შესრულდა. აღდგომის სახელობის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. უგუმბათო, ერთნავიანი ეკლეესია შუა სოფელში, ხევის პირას დგას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძეგლი XIII საუკუნის პერიოდს განეკუთვნება.