დაბის ტყეში ვერტმფრენებმა მუშაობა დილამდე შეწყვიტეს
ცუდი ხილვადობის გამო დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს.
საჰაერო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ხვალ, დილის 6 საათიდან განაახლებს.
ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და მოხალისეები.ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ძლიერდება და დასახლების მიმართულებით ვრცელდება. მოსახლეობის ევაკუაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა დღეს, 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა საბოლოო ლიკვიდაციამდე კერები ისევ აალდა და მდგომარეობა გართულდა. დამწვარია 5 ჰექტრამდე ტყის მასივი.
ეკატერინე ნოზაძის ფოტო.