ახალციხის სოფელ სხვილისში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით,
ყველაზე მეტი ვაშლი მოდის. ადგილობრივების ნაწილი, თავს ჯერ
კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ,
ხეხილის ბაღები ყოველწლიურად იჩეხება და მის ადგილზე
ბევრს უკვე კარტოფილის მოსავალი მოჰყავს, რადგან შემოსავალი ამ
კუთხით ბევრად მეტია.
სხვილისელები სახელმწიფოს სარეალიზაციო ბაზრების ამოქმედებას სთხოვენ.
“ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული
სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლია თედორაძე პასუხობს.
2015 წლის 2 დეკემბერი.