ქალთა გააქტიურებაზე ორიენტირებული პროექტის – ,,ევას" შედეგები
18:57 / 15.08.2015
პროექტი ,,ევა,“ რომელიც ქალთა გააქტიურებაზეა ორიენტირებული –
სრულდება. ,,საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“
წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების
მონიტორინგს იწყებენ. ისინი დაინტერესებულ პირებს ბიზნესის
უნარ–ჩვევების გაძლიერებაში ტრენინგებისა და პრაქტიკული სამუშაოების
განხორციელებით დაეხმარნენ.
პროექტი ,,ევა,“ რომელიც ქალთა გააქტიურებაზეა ორიენტირებული –
სრულდება. ,,საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“
წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების
მონიტორინგს იწყებენ. ისინი დაინტერესებულ პირებს ბიზნესის
უნარ–ჩვევების გაძლიერებაში ტრენინგებისა და პრაქტიკული სამუშაოების
განხორციელებით დაეხმარნენ.
აღნიშნული პროექტი სამი წელია სამცხე–ჯავახეთში, იმერეთსა და
ქართლში ხორციელდება. სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან ახალციხის,
ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 30–მდე მაცხოვრებელი ჩაერთო.
მის ფარგლებში, რამდენიმე სოფელში ცნობიერების ამაღლების დღეები
ჩატარდა, რის შემდეგაც რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 40–მდე ხილის
საშრობი დამზადდა. ქალებმა მარტივი კონსტრუქცია ხისგან, მინისგან და
ცინკისგან საკუთარი ხელით ააწყეს. მასში მატყლის, ხილისა და
ბოსტნეულის გამოშრობაა შესაძლებელი.
პროექტი სრულდება, თუმცა ,,საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის
ცენტრის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესის
წამოწყება–განვითარების, ალტერნეტიული და განახლებადი ენერგიების
დანერგვის და ენერგოეფექტურობის კუთხით უფასო კონსულტაციები
გაგრძელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.