იჯარეთის მაცხოვრებლები სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ჩივიან. ადგილობრივების ვარაუდით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მათი სოფლის მიმართ ყურადღებას მას შემდეგ აღარ იჩენს, რაც 2014 წლის 14 სექტემბერს დაფიქსირებული სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კომპენსაციების არასწორი განაწილება გააპროტესტა.
სოფელ იჯარეთის მოსახლეობა თვითმმართველობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებამდე მისასვლელ გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.დაზიანებული სავალი ნაწილის მდგომარეობა მას შემდეგ უფრო გაუარესდა, რაც 3 დღის წინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქ სამუშაოები დაიწყო. სოფელში ,,მეცხრე არხის“ გადამღებ ჯგუფს სავალ ნაწილზე დაყრილი მიწა და ნახევრად ჩახერგილი გზა დახვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობამ სამუშოები გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე, ისიც ნახევრად შეასრულა და სოფლიდან ტექნიკა გაიყვანა.
50 კომლიან სოფელში ამბობენ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწა დასახლებაში მისასვლელი გზის მხოლოდ ნაწილზე დაყარა, ის ცენტრალური მონაკვეთი კი, რომელიც იჯარეთს ყარათუბასა და გორგულთან აკავშირებს, უყურადღებოდ დარჩა.
სოფელ იჯარეთში ეჭვობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათი სოფლის მიმართ ყურადღებას მას შემდეგ აღარ იჩენს, რაც 2014 წლის 14 სექტემბერს დაფიქსირებული სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კონპენსაციების არასწორი გადანაწილება გააპროტესტა. მოსახლეობა ამბობს, რომ იჯარეთში, არც სავალი გზა, არც სასმელი და სარწყავი წყალის სისტემა, არც სანიაღვრე არხები და განათების გაყვანილობაა მოწესრიგებული.
გამგეობის მხრიდან, სოფელ იჯარეთის მიმართ, უყურადღებობას კიდევ ერთი მიზეზით ხსნის ,,გაერთიმანებული დემოკრატიული მოძრობის“ წევრი. მალხაზ ბოჩიკაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მათმა პარტიამ ყველზე მეტი ხმა სწორედ აღნიშნულ სოფელში მიიღო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სოფელ იჯარეთში სავალი გზა ბოლო დროს რამდენჯერმე დაფიქსირებულმა ძლიერმა ნალექმა დააზიანა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კი თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და სამუშების განხორციელება ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,, ადიგენის საირიგაციო და კომუნალურმა მომსახურებამ“ განახორციელა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა რამდენიმე თვის წინ, მუნიცპალიტეტის ბაზაზე შექმნილ აღნიშნულ შპს–ს გზის სარეაბილიტაციო სამუშოების შესრულება, ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ მას ტექნიკა ჰყავს და საკითხი პრობლემას არ წამოადგენს. რაც შეეხება მოსახლეობის ბრალდებას უყურადღებობის შესახებ, გამგებელი უარყოფს.
როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გაგეობაში განმარტავენ, ივნისის თვეში 5–ჯერ დაფიქსირებული სტიქიის გამო, არაერთი სოფელი დაზიანდა, პრობლემების აღმოსაფხვრელად კი მუნიციპალიტეტმა 34 000 ლარი გამოყო. საგზაო სამუშაოებისათვის გამგეობამ ხელშეკრულება შპს ,,ადიგენის საირიგაციო და კომუნალურ მომსახურებასთან“ გააფორმა, რადგან მათი ინფორმაციით, ტენდერის გამოცხადება დროში გახანგრძლივდებოდა, თვითმმართველობას კი დაზიანებაზე რეაგირება მაშინვე უნდა მოეხდინა. შეგახსენებთ, რომ ადიგენში ბოლოს სტიქია 19 ივნისს დაფიქსირდა, სოფელ იჯარეთში კი სავალი გზის მოსაწესრიგებლად სამუშაოები სტიქიიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, 11 ივლისს დაიწყო.
|