ადიგენის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მთავარი პრიორიტეტი კვლავ რიტუალების სახლის კეთილმოწყობაა. დასახლებათა ნაწილში ადგილობრივები მის მშენებლობას, ნაწილში კი რეაბილიტაციას ითხოვენ. რამდენიმე პროექტი სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის, სავალი გზის მოწესრიგებისა და სასაფლაოს შემოღობვისთვის განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, წელს ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 545 ათასი ლარი გამოიყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ აღნიშნული თანხა 57 სოფელზე, მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დასახლებაში მიმდინარეობს.
აღნიშული პროგრამით ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის, გასულ წელთან შედარებით, 2015 წელს 2 ათასი ლარით ნაკლები დაიხარჯება.
|