კიდევ ერთი პრეტენზია,,ბიპის“ მისამართით– ვალის მაცხოვრებელი ორაგანიზაციისაგან კომპენსაციას მოითხოვს. ბიზინა გოზალოვი ამბობს, რომ “ბრითიშ პეტროლიუმის“ ტექნიკამ მის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი თვითნებურად დააზიანა. 2 ჰექტარზე განადგურდა კარტოფილისა და ხორბლის ნათესები.
ვალეში მცხოვრები ბიძინა გოზალოვი, ორგანიზაცია ,,ბიპის“ სასოფლო–სამეურნეო ნათესების თვითნებურად განადგურებაში ადანაშაულებს. ფერმერი ამბობს, რომ 2 ჰექტარ მიწის ფართობზე, სადაც მას ხორბალი და კარტოფილი აქვს დათესილი, ბიპის ტექნიკა გაუფრთხილებლად შევიდა და ტერიტორიის ნაწილი გაანადგურა. იმის გამო, რომ მიწის ფართობი გოზალოვის კუთვნილებაში არ არის და იგი ტერიტორიას დროებით ამუშვებს, ფერმერი ორგანიზაციისაგან მხოლოდ თესვისას დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითხოვს. ამბობს, რომ 2 ჰექტარზე ხორბლისა და კარტოფილის კულტურების დასათესად 7 000 ლარი დახარჯა.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც ბიძინა გოზალოვი საუბრობს, სოფელ ნაოხრების ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა იგი კერძო პირების საკუთრებაში არ არის და მასზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. აღნიშნულ ფართობზე ორგანიზაცია ,,ბიპი“ სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობას ახორციელებს. იმ პერიოდში, როდესაც ადგილობრივი მედია–საშუალებები ადგილზე მივიდნენ, ,,ბიპის“ წარმომადგნლები ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. ბიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ფერმერი კომპენსაციას ვერ მიიღებს, რადგან მათ სამუშოების დაწყების წინ ნაოხრების მოსახლეობა გააფრთხილეს და იმ პერიოდში პრეტენზია არავის გამოუთქვამს.
იურისტი იოსებ ხითარიშვილი ამბობს, რომ ბიძინა გოზალოვს კონპენასიაციის მოთხოვნის სრული უფლება აქვს. მისი თქმით, ფერმერს შეუძლია საკითხზე სამართლებრივად იდავოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მიწის ფართობი გოზალოვის კუთვნილებაში არ არის, ორგანიზაციას ჰქონდა ვალდებულება, სამუშოების დაწყების შესახებ, იგი პირადად გაეფრთხილებინა. გარდა ამისა, იურისტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ორგანიზაციას მოსახლეობის გაფრთხილების შესახებ, შესაბამისი ოქმი გააჩნდეს. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა აუდიტმა უნდა განსაზღვროს და შემდეგ ანაზღაურდეს.
ნაოხრების ტერიტორიაზე, აღნიშნულ სახნავ–სათეს მიწის ფართობს ბიძინა გოზალოვი დაახლოებით 2 წელია ამუშავებს. ამბობს, რომ სოფლის მაცხოვრებლისგან, რომელიც ნაკვეთს პატრონობს, ნებართვა აღებული აქვს და მას წლის ბოლო ნატურით უნაზღაურებს. თუმცა ამ დროისათვის, აღნიშული პიროვნება საქართველოში არ იმყოფება. 1 ჰექტარზე დათესილი კარტოფილდან გოზალოვს 80 მეასედი ფართობი გაუნადგურდა, ხოლო ტერიტორიაზე, სადაც ხორბალი ეთესა, დაახლოებით 50 მეასედი აღარ არსებობს. ამბობს, რომ შემოდგომისათვის 30 ტონა კარტოფლის მოსავლის მიღებას ვარაუდობდა, თუმცა დანაკარგი დიდია. ფერმერი დავას სამართლებრივად აპირებს.
|