სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მესხი ფერმერები უცხოურ გამოცდილებას გაეცნენ. 40–მდე ადგილობრივს აგრო სემინარი ებრაელმა კოლეგამ ჩაუტარა და ბოსტნეული კულტურის მოყვანის თავისებურებები გააცნო. უცხოელი ექსპერტის თქმით, საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობა უკეთესად განვითარდება, თუმცა ადგილობრივი ფერმერები შესაძლებლობას ეფექტურად ვერ იყენებენ.
ბოსტნეული კულტურის ეფექტურობის გაზრდა, სასუქის სწორად გამოყენება, ნიადაგის მომზადება და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა– ამ საკითხებზე ადგილობრივმა ფერმერებმა ებრაელი კოლეგისგან რჩევები მიიღეს. გადი მოზესმა აგრო სემინარის 40–მდე მონაწილეს, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიებით მუშაობა შესთავაზა და აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში ფერმერები ბუნებრივ რესურსებს ეფექტურად გამოიყენებენ, მათი პროდუქცია 2–ჯერ გაიზრდება. მისივე თქმით, აუცილებელია ფერმერებს სწორი მიმიართულება ცენტრალურმა ორგანომაც მისცეს.
ბოსტნეული კულტურის უკეთესად მოყვანისა და პოდუქციის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, აგრო სემინარს სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ფერმერები დაესწრნენ. მათ ისრაელში არსებული გამოცდილების შესახებ ცოდნა მიიღეს და ქართულ ტექნოლოგიებს შეადარეს.
აგრო სემინარი ფერმერებისათვის USAID–ის პროექტის, ,,საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის“ ფარგლებში გაიმართა. სამცხე–ჯავახეთის გარდა, პროექტი კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში მიმდინარეობს. ექსპერტები სოფლის მეურნეობის საკითებში, ამბობენ, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზანს ეფექტიანობის გაზრდა წარმოადგენს. იმისათვის, რომ ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება მოხდეს, ისინი სხვაადსხვა ქვეყანაში მოქმედ ექსპერტებს იწვევენ.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები, აგრო ტრენინგს, წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთზე გეგმავდნენ, სადაც ფერმერებს პრაქტიკული სამუშოები უნდა განეხორციელებინათ, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, ღონსძიება გადაიდო. ე.წ ,,მინდვრის დღეს“ პროექტის წარმომადგენლები, დაახლოებით, ერთ თვეში მოაწყობენ, რომლის დროსაც ნაკვეთზე დათესილი ბოსტნეულის, კერძოდ: ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, სტაფილოსა და პამიდვრის ნათესებს დააკვირდებიან და მათი მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან.
|