სურსათის ეროვნულმა საააგენტომ შინაური ცხოველის დაავადება
თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. ღონისძიება სახელმწიფო
მიზნობრივი პროგრამის – „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის” ფარგლებში
ხორციელდება. ცხოველთა იმუნიზაცია მოსახლეობისთვის უფასოა.
აღნიშნული პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 528 000–ზე მეტი სული
წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრება. მათ შორის:
სამცხე-ჯავახეთში – 203 814 სული შინაური ცხოველი. ასევე, მანიფესტურ
კერებში იწყება ვაქცინაცია დაავადება ჯილეხზეც.