ახალციხესა და ბორჯომში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, გიორგიწმინდა, ტყემლანა და მიმდებარე სოფლებში;
10:30-დან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს, ახალციხეში თამარაშვილის, კოსტავას, კანანელის, მანველიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში სადგერი, დვირი, დაბა, ტბა, საკირე და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მერენია, იხტილა, ალათუმანი, კოჩიო, გოკიო, ჩამდურა და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში მთის, ცხრაწყაროს, თამარ მეფის, ცაბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.