სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს
08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ზიკილია, აგარა, თისელი, აწყური და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვკა, ორლოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ანდრიაწმინდა, ღრელი, მინაძე, საფარა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.