სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ოქროს მედლებს მიიღებენ
15:48 / 20.04.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ოქროს მედლების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლემ მეექვსე სკოლის ორ ყოფილ მოსწავლეს, სარჩელი დაუკმაყოფილა.
გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ლუკა პარუნაშვილი და რუსუდან მელიქიძე ოქროს მედლების კანდიდატები გახდებიან.
"საფუძველი არ გქონდათ, რომ უარი გეთქვათ ოქროს მედლის კანდიდატად წარდგენაზე. ამ მოსწავლეების წარდგენას კანონი გავალდებულებდათ. მასწავლებლებმა დაკითხვისას ცალსახად განაცხადეს, რომ მათ მიერ მოხდა მექანიკური შეცდომის დაშვება. ", – განმარტა თავისი გადაწყვეტილება გია ბერაიამ.
მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ოქროს მედლის კანდიდატად მოსარჩელე მოსწავლეების გარდა, სიიდან ამოღებულ ოთხ ყოფილ მოსწავლესაც დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ საბა პარუნაშვილმა და რუსუდან მელიქიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც სკოლამ ისინი ოქროს მედლის კანდიდატთა სიიდან ამოიღო.
დირექტორის ამ გადაწყვეტილების მიზეზი, განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გახდა, რომელიც ადმინისტრაციას ურჩევდა, რომ გადასწორებული ნიშნების გამო, ექვსი მოსწავლისთვის მედალი არ მიეცათ.
სკოლის ყველა პედაგოგი აღიარებს, რომ შეფასების ჟურნალში მექანიკური შეცდომები დაუშვეს. თუმცა საბოლოო შედეგს არც ერთი გადაცდომა არ ცვლიდა და სკოლას მოსწავლეები სიიდან არ უნდა ამოეღო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.