დღეს, 10 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუსხი დაისეტყვა.
უხვმა ნალექმა, ადგილობრივების ნათესები და ნარგავები და სოფლის შიდა
გზები დააზიანა.
ადგილზე იმყოფება ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი. ჩვენი ჟურნალისტის ინფორმაციით, დატბორილია რამდენიმე მოსახლის სარდაფი და საქონლის სადგომი.
გამგებლის წარმომადგენელი ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ სეტყვას სოფლისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყებენია. ემზარ ოქრომელიძის თქმით, მუსხში არსებული სიტუაციის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე შეატყობინა. ზარალის დასათვლელად, სოფელში თვითმმართველობის წარმომადგენლებს ელიან.