სტერეოტიპი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიჭების სპორტია, დიდიხანია დაიმსხვრა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის აკადემია “მესხეთში”, გოგონების გამოჩენას, საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა. ამჟამად, ახალციხეში სამოცი დამწყები ფეხბურთელი ვარჯიშობს.
ფეხბურთის აკადემიაში გოგონების ასაკი 11-დან 16 წლამდეა. მესხმა სპორტსმენებმა უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს, როგორც რეგიონში, ისე საქართველოს მაშტაბით. კითხვაზე – გაიხდიან თუ არა პროფესიად ფეხბურთს – გოგონები ამბობენ, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ.
ფეხბურთის აკადემია „მესხეთის“ მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდის შექმნას ფეხბურთელი გოგონების მშობლები სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ არაერთი წარმატების შემდეგ, მათი განწყობა შეიცვალა, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, მწვრთნელი და ფეხბურთელები საკუთარი სახსრებით ცდილობენ, რომ აკადემიამ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს.
ფეხბურთის გუნდი ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება, სპორტსმენები საქართველოს პირველობის მოსაპოვებლად მომავალი წლის მარტიდან იბრძოლებენ.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.