სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ,,შიტორიუ კარატე დო“–ს ახალციხელი სპორტსმენები ჩეხეთიდან წარმატებით დაბრუნდნენ.
მათ 30 ოქტომბერს მონაწილეობა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მიიღეს , სადაც სპორტსმენები დაახლოებით 25 ქვეყნიდან ასპარეზობდნენ.
ახალციხიდან ტურნირში ორი დამწყები სპორტსმენი და მათი ინსტრუქტორი ჩაერთო. ზლიერ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის მიუხედავად, მათ წარმატების მოპოვება მაინც შეძლეს.
,,შიტორიუ კარატე დო’’–ს სამცხე–ჯავახეთის მთავარი ინსტრუქტორის თქმით, რაც უფრო მეტი ტურნირი ჩატარდება, მოსწავლეები მით მეტ გამოცდილებას მიიღებენ და პროფესიულად გაიზრდებიან.
სპორტსმენების მგზავრობის ხარჯები ახალციხის მერიამ დააფინანსა. მამუკა ზუმბაზე ადგილობრივ თვითმმართველობას დაპირებულ ტატამს თხოვს.