სოფლებს შორის პირველობა ფრენბურთში დასრულდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ფინალური შეხვედრა დღეს ახალციხის სასპორტო სკოლაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს მუსხისა და ვალის გუნდები დაუპირისპირდნენ.
დაძაბული თამაშის შემდეგ პირველი ადგილი ვალის გუნდმა მოიპოვა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით წარიმართა. მასში მონაწილეობა 12–მა გუნდმა მიიღო. პირველ და მეორე ადგილზე გასული მოთამაშეები ბურთებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, გამარჯვებულ გუნდს ასევე ფრენბურთის ბადე გადაეცა.
სპორტსმენები გამგებლის მმოადგილემ დააჯილდოვა. გურამ მელიქიძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ მსგავსი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.