ქალაქ ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით ჭადრაკში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ორგანიზაცია–დაწესებულებების წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად მიიღეს, ხოლო ახალციხის საჯარო და კერძო სკოლები გუნდურად ჩაერთვნენ.
http://youtu.be/WFwWLDTDoF0
ტურნირი წრიული სისტემით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ორგანიზაცია- დაწესებულებებს შორის პირველი და მეორე ადგილი ახალციხის მერიის თანამშრომლებმა დაიკავეს, მესამე ადგილი კი კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომადგენელს ერგო.
სკოლებს შორის მოწინავე ადგილი №1 საჯაროს სკოლის მოსწავლეთა გუნდმა აიღო, მეორე ადგილი № 5 საჯარო სკოლამ მოიპოვა , მესამე ადგილი კი № 6 საჯარო სკოლამ დაიკავა.
ახალციხის მერიამ გამარჯვებულებს თასები , მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.