15 სექტემბერს 2016–17 სასწავლო წელი დაიწყო. საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სწავლა ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში განახლდა.
ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებს, 600–ზე მეტი პირველკლასელი ჰყავს. მათ განათლების სამინისტრომ ბუკები და სახელმძღვანელოები გადასცა. წიგნები გადაეცა ყველა მოსწავლესაც.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწავლის დაწყება მიულოცეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს.