ახალციხის მერია ა(ა)იპ–ების ნაწილს სუბსიდიას უმცირებს
ახალციხის მერია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დიდ ნაწილს  სუბსიდიას უმცირებს. რის ხარჯზე გააგრძელებენ საქმიანობას ა(ა)იპ–ები – ამაზე  ხელმძღვანელები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.  

ახალციხის მერია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დიდ ნაწილს  სუბსიდიას უმცირებს. რის ხარჯზე გააგრძელებენ საქმიანობას ა(ა)იპ–ები – ამაზე  ხელმძღვანელები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.  

„ახალციხის ტბის“ წარმომადგენელი  ამბობს, რომ მათი შემოსავლები 2016 წელს უმნიშვნელო იყო, თუმცაღა მერიამ  მისი შენახვისთვის  134 000 ლარი დახარჯა.  ა(ა)იპ–ის ამ ბიუჯეტიდან,  80 000–მდე აქ დასაქმებული18 ადამიანის ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენი კომუნალურ, სამეურნეო ხარჯებს და ჰიგიენური საშუალებების შეძენას მოხმარდა.  ამავე თანხის ფარგლებში „ახალციხის ტბამ“ ნავები შეიძინა.  2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მერია ა(ა)იპ–ს დაახლოებით,  3 000 ლარით ნაკლებით დააფინანსებს.  გრიგოლ ღავთაძის თქმით, სუბსიდიის შემცირება, თანამშრომლების გათავისუფლებას  არ გამოიწვევს, რადგან ადამიანური რესურსი ტბის მოვლისთვის ისედაც მცირეა.

ახალციხის ტბისგან განსხვავებით, სამუსიკო სკოლაში 40 ადამიანია დასაქმებული. მისი ბიუჯეტი კი ტბის სუბსიდიასთან შედარებით, 39 360 ლარით ნაკლებია. სამუსიკო სკოლას 2017 წლის  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ახალციხის მერია ისევ 94 000 ლარით დააფინანსებს. ეს თანხა ა(ა)იპ–მა 40 თანამშრომლის ანაზღაურებაზე, კომუნალურ ხარჯებზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, გასათბობად შეშის შეძენასა და ღონისძიებების გამრთვაზე უნდა გადაანაწილოს. სხვა ხარჯებისთვის სკოლას თანხები აღარ რჩება.

კიდევ ერთ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს „მდგრადი განვითარების სააგენტოს“,  მერია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 32 500 ლარით დააფინანსებს.  ა(ა)იპ–ის შემადგენლობაში 3 თანამშრომელი ირიცხება. 2016 წელს ექვსი თვის მანძილზე  სააგენტომ მერიიდან 20 150 ლარი მიიღო.  სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ა(ა)იპ–ის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით, 75 000 ლარს შედგენს. ამის მიხედვით, 2017 წელს მდგრადი განვითარების სააგენტოს ხარჯების თითქმის განახევრება მოუწევს.

ახალციხის მერიას ამ დროისათვის 11 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ექვემდებარება, ჯამში აქ 454 ადამიანია დასაქმებული. 11  ა(ა)იპ–ის შენახვა  თვითმმართველობას 2016 წელს 2 541 000 ლარამდე დაუჯდა. რამდენით შეუმცირებს მათ ახალციხის მერია  დაფინანსებას 2017 წელს –  ეს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გაირკვევა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.


Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.