ბაკურიანში ფეკალური მასა სანიაღვრე არხში მოედინება
12:42 / 17.08.2016
ბაკურიანში, ადგილობრივები და დამსვენებლები საკანალიზაციო სისტემის
მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა წუხს, რომ დაბაში ფეკალური მასა გზაზე
ღიად მოედინება.
ბაკურიანში, ადგილობრივები და დამსვენებლები საკანალიზაციო
სისტემის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა წუხს, რომ დაბაში ფეკალური
მასა გზაზე ღიად მოედინება.
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკითხის გადაჭრა მათი ვალდებულება
არ არის, ადგილობრივები კი ირწმუნებიან, რომ პრობლემა იმდენად
სერიოზულია, საკუთარი ძალებით ვერ მოაგვარებენ.
უბანი, სადაც საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ,
დაბის ცენტრში მდებარეობს. რუსთაველის ქუჩაზე, ფეკალური მასის სუნით
შეწუხებული დამსვენებლები, წლების მანძილზე არსებული პრობლემის
მოგვარებას ითხოვენ.
რუსთაველის ქუჩის პრობლემას, საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია გამოეხმაურა. ბაკურიანის სერვის–ცენტრის
მენეჯერის თქმით, ქუჩაზე კანალიზაციის ცენტრალური მილი ახალი
შეცვლილია. პრობლემას რამდენიმე ოჯახის შიდა ქსელი წარმოადგენს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაკურიანის
სერვის–ცენტრის მენეჯერი ამბობს, რომ რამდენიმეწლიან პრობლემას სამი
დღის შემდეგ, მარტივად გადაჭრიან. ამისთვის მხოლოდ ტექნიკური
სამუშაოებია ჩასატარებელი. რუსთაველის ქუჩის მოსახლეობა, მათთან
კომპანიის თანამშრომლების გამოჩენას ელიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.