საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების
ცენტრი (GCSD) აცხადებს კონკურსს რეგიონებში
(იმერეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო
ქართლი) მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები ჩაერთვებიან პროექტში
“Vote Smart” და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო
ტურში, რომელიც თბილისში გაიმართება. ტურის განმავლობაში
ჩატარდება შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულების პროცესებს. მათ ასევე მიეცემათ საშუალება მიიღონ დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გააგზავნონ რეზიუმე
(СV) და სამოტივაციო წერილი
(არაუმეტეს 500 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
სათაურის ვერლში მიუთითეთ
რეგიონი (მაგ: სამცხე-ჯავახეთი)
სამოტივაციო წერილის გარეშე განაცხადები არ მიიღება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის
30
ივნისი.
პროექტში მონაწილე
ახალგაზრდებისთვის მომავალში იგეგმება საგრანტო
კონკურსის გამოცხადება. თითოეულ რეგიონში ერთი
საუკეთესო პროექტი დაფინანსება 400 ევროთი.
პროექტი “Vote Smart” ხორციელდება ნიდერლანდების
საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს რეგიონში
მცხოვრები მოქალაქეებისათვის ცნობიერების ამაღლებას ქვეყნის ეროვნული
უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.