2016 წლის ოთხი თვის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის შვიდ მუნიციპალიტეტსა და გუბერნიაში, 658 931 ლარის პრემია და დანამატი გაიცა. პრემია ყველა თვითმმართველ ერთეულშია გაცემული, სახელფასო დანამატის მუხლი კი მხოლოდ ბორჯომის, ქალაქ ახალციხის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში და სამხარეო ადმინისტრაციაშია გათვალისწინებული.
ყველაზე მეტი თანხა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს – 147 165 ლარი. ქალაქ ახალციხის თვითმმართველობამ, 113 001 ლარი გასცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პრემიისა და დანამატის სახით, 117 120 ლარი გაიცა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე, 89 300 ლარი გადანაწილდა, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სააღდგომო პრემიის სახით, 81 650 ლარია გაცემული, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, პრემიისა და დანამატის სახით, სულ 44 254 ლარი მიიღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში სააღდგომო პრემია, ხელფასის 50% ოდენობით გაიცა – 41 055 ლარი.
სააღდგომო პრემია, რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ ასპინძის გამგეობის თანამშრომლებს არ მიუღიათ. აქ ოთხი თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები თანხაა გაცემული – 5 386 ლარი.
რუსუდან გვარამაძე