ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა. მათგან ორ სოფელში ვარხანსა და უნწაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა.
სტიქია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ვარხანში დაიტბორა 20–მდე საცხოვრებელი სახლი. დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი. განადგურებულია ნათესები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მინდორში მოგროვებული წყალი მდინარეს შეუერთდა, რამაც წყლის ადიდება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია ადიგენისა და აბასთუმნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.
ვარხანში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია სტიქიის შედეგებზე უკვე მუშაობს.
თიკო კურტანიძე