7-8 დეკემბერს, სამცხე–ჯავახეთში სახალხო დამცველის ვიზიტია დაგეგმილი. უჩა ნანუაშვილი მოხესა და ჭელაში მოსახლეობას შეხვდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან და ადიგენის გამგებელთან.
შეხვედრებზე განიხილავენ რეგიონში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარ გამოწვევებს, მოხეში არსებული სადავო ნაგებობის საკითხს და სოციალურ პრობლემებს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აწუხებს.
8 დეკემბერს, უჩა ნანუაშვილი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს, სადაც სტუდენტებს სახალხო დამცველის აპარატის მანდატს და ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მიღწევებს გააცნობს.