სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +21 და +26 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9 და +13 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით +21 და +22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი +6 და +9 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღისით მზე და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უნალექო დღე იქნება ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +21 და +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 და +6 გრადუსი იქნება.
მზიანი ამინდია ადიგენშიც. დღისით ჰაერი +16 და +15 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +4 და +5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით +18 და +16 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +1და +2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით +15 და + 14 გრადუსს, ხოლო ღამით +2 და +1 გრადუსს ვარაუდობენ.
თოვლი და და ყინვაა რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +16 და +15 გრადუსია, ხოლო ღამით +2 და +5 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +12 და +14 გრადუსია, ხოლო ღამით +4 და +5 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი და უნალექო ამინდია დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +21 და +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 და +13 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბაკურიანი, გუდაური): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.