დღეს, 8 იანვარს სამცხე-ჯავახეთის მთელს ტერიტორიაზე, უნალექო და მზიანი ამინდია ნავარაუდევი, თუმცა ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს.. უნალექო
უფრო კონკრეტულად, დღეს ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა 5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით +8 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი -2 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღე აქაც უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
ადიგენშიც დღისით +6 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით -1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით 3 გრადუსს, ხოლო ღამით -5 გრადუსს ვარაუდობენ.
დღეს მზე იქნება და დათბება რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 3 გრადუსია, ხოლო ღამით -3 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +7 გრადუსია, ხოლო ღამით -2 გრადუსია ნავარაუდევი.