20-23 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში ვიზიტი შედგა.
სამუშაო შეხვედრას
ახალციხიდან, ქალაქის მერის მოადგილე ზაზა გელაძე და
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი
მიქელაძე დაესწრნენ.
მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში, შეხვედრები გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.
შეხვედრებზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, არსებული ვითარება და პერსპექტივები, ასევე, მოსახლეობის ინფორმირების კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.