20 მარტს, კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული – იერუსალიმში, მაცხოვრის დიდებით შებრძანება იზეიმეს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტიურგია აღესრულა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში, ტრადიციისამებრ, მრევლს ნაკურთხი ბზა და მოხარშული სიმინდი დაურიგეს.
ზობა, ანუ ბაიაობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი საუფლო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.
სახარების მიხედვით, იერუსალიმში შებრძანებისას, მოსახლეობა მაცხოვარს ზეიმით შეეგება, უფალს გზაზე სამოსი და პალმის რტოები დაუფინეს.