“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ბორჯომელ მხარდამჭერებს ზურაბ ხაჩიძე ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარუდგინა.
„საარჩევნო კამპანიას კეთილი საქმის კეთებით ვიწყებთ“ – ეს განცხადება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბორჯომში ვიზიტისას გააკეთა. ზურაბ ხაჩიძემ ლეიკემით დაავადებულთათვის სისხლი გაიღო.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ბორჯომელ მხარდამჭერებს ზურაბ ხაჩიძე ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარუდგინა. ამომრჩეველთან შეხვედრა პარტიის ლიდერებმა 9 სექტემბერს გამართეს.
შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, რომელსაც ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შემდეგ კი მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”