სოფელ ვაჩიანში დედისა და შვილების გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის ფაქტზე შსს–მ გამოძიება დაიწყო. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16–დან 20 წლამდე ან უვადოდ. ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში 37 წლის დედა და სამი შვილი 10 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელში გარდაცვლილები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, დედასა და გოგონებს ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.
თიკო კურტანიძე